Wednesday, July 14, 2010

მე ვარ თამარ ალადაშვილი, ფილოლოგი. მყავს სამი შვილი, ერთი შვილიშვილი. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი სკოლა, ჩემი ოჯახი და მეგობრები.
1.პროექტის სახელი: გზამკვლევი.

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები გამოიკვლევენ თავიანთი კუთხის ისტორიას, შეისწავლიან მის გეოგრაფიულ მდებარეობას, კულტურას,ინფრასტრუქტურას, გადაიღებენ ისტორიული ძეგლების სურათებსა და განათავსებენ ინტერნეტში.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ ქიზიყის ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციას. შეადგენენ ადგილის რუკას მარშრუტით: ჩალაუბანი–სიღნაღი–მირზაანი–არბოშიკი–ტიბაანი.

გამოიკვლევენ ამ ადგილების გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფს, ჰავას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. შეხვდებინ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან ჩაიწერენ თქმულებებს. შეისწავლიან ქიზიყის ადათ–წესებს, ფოლკლორს , სამზარეულოს. შეაგროვებენ ინფორმაციას ქიზიყის მოსახლეობის რაოდენობისა და მიგრაციის შესახებ. შეადგენენ ცხრილებს, გადაიღებენ ფოტო–სურათებს.

4. მოსწავლეთა ასაკი: მე–9 კლასი.

5.ვადების ხანგრძლივობა: 2 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება წიგნიდან, კომპიუტერიდან. მოიებული ინფორმაციის ანალიზი. გამოფენის მოწყობა.

7.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს გამოუმუშავდებათ დაკვირვებისა და კვლევის უნარ–ჩვევები, ისწავლიან წიგნზე მუშაობას, თავიანთი კუთხის ღრმად შესწავლით უფრო მეტად შეუყვარდებათ იგი , მიეჩვევიან ხალხთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან თანამშრომლობას, ისწავლიან ინტერვიუს აღებასა და ჯგუფურ მუშაობას. მოახდენენ თეორიული ცოდნის რეალიზებას. მოსწავლეები შეძლებენ ალბომის, ბუკლეტისა და ვებ–გვერდის შექმნას.

8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები შექმნიან ქიზიყის ისტორიული თუ კულტურული ძეგლების გზამკვლევს . შეადგენენ ამ მარშრუტის რუკასა და ბუკლეტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის. ისინი წინასწარ გაეცნობიან ქიზიყის ისტორიას და შემდეგ იმოგზაურებენ ამ გზამკვლევის დახმარებით.

9. სამუშაო ენა: ქათული

11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, მათემატიკა.

ლიტერატურა––მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს, ტოპონიმებს.

გეოგრაფია––ისწავლიან ქიზიყის გეოგრაფიულ მდებარეობას, შეძლებენ რუკისა და ცხრილების შედგენას, დიაგრამების აგებას. მოძიებული ინფორმაციის ანალიზის.

ისტორია––ისწავლიან ისტორიული ძეგლების აღწერას,გამოიკვლევენ ამავე ძეგლების არქიტექტურას,წარმოშობასა და ასაკს.

რელიგია––შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის ადათ–წესებს.

მათემატიკა––გამოთვლიან მანძილს, მარშრუტის გამოყენებით ისწავლიან რუკის შედგენას.

ხელოვნება––გააკეთებენ ალბომსა და ბუკლეტს.

12. პროექტის ფასილიტატორი: თამარ ალადაშვილი

13. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: tamar.aladashvili@gmail.com

14.

15.